27 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"შადრევანი შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც" - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოძიებამ გამოკითხა

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები უკვე მიმდინარეობს. შენობაში ახლა რამდენიმე პირს უსვამენ კითხვებს, მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი. ეს არის სამსახური, რომელმაც პარკში შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.

"რეაბილიტაცია არის ჩვენი სამსახურის ჩატარებული. ჩვენ ჩავიბარეთ  ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელიც აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. ძალიან დიდი ხანია ეგ დატესტვის რეჟიმშიც არის, დაექსპერტებული არის, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია ნამდვილად ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება რამ გამოიწვია. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რაიმე პრობლემა, რომ ჰქონოდა ექსპლუატაციაში ვერ  შევიდოდა," - აცხადებს თბილისი მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. 

დღის ამბები