27 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მადრიდის სამიტზე მიღებული "საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი", მისი პრაქტიკაში განხორციელება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.

ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა.

დღის ამბები