27 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
რონდელის ფონდის "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება გაიმართა

რონდელის ფონდის "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება გაიმართა. პროგრამა, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ანალიტიკურ მეთოდებში ეროვნული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს. ცერემონიას აშშ-ს ელჩი, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მინდა კურსდამთავრებულებს მივულოცო. მხარს ვუჭერთ ამ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობენ მთავრობის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ისინი აქ იძენენ ანალიტიკურ კვლევით უნარებს, რომ შემდგომში მათ შეიტანონ წვლილი პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და წარმატებულ საქმიანობას," - აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები