27 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ - აშშ

"ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშია აღნიშნული.

დოკუმენტის ერთ-ერთ თავში, სადაც ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზე კეთდება აქცენტი ასევე ნათქვამია, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად; ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად," - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

დღის ამბები