უკრაინაში ომის 232-ე დღეა - გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს. არიან დაშავებულები. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
კამიკაძე დრონებით შეუტიეს ოკუპანტებმა კიევის ოლქს. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ღამით ინტენსიურად იბომბებოდა ქალაქი მიკოლაევი. თავდასხმა 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მოხდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დენის მიწოდება აღდგა.