რაც უფრო სასტიკი ხდება რუსული ტერორი, მით უფრო ცხადი ხდება მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის ცის დაცვა ჰუმანიტარული ამოცანაა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც უკრაინის პირველი პირი საკმაოდ პროდუქტიულად თვლის.
"რამშტაინის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. პირველ რიგში, მათ ჩვენი ქვეყნის ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემების გადმოცემის საკითხზე იმსჯელეს.
რაც უფრო სასტიკი ხდება რუსული ტერორი, მით უფრო ცხადი ხდება მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის ცის დაცვაში დახმარება ჩვენი დროის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ამოცანაა. მჯერა, რომ ამ ამოცანას გავუმკლავდებით.
მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს გააძლიერონ ჩვენი სახელმწიფო, სწორედ ასეთი მხარდაჭერით," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.