27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
თუ ჩავთვლით, რომ პროგრესი იქნება იმით, რასაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, განვიხილავთ მხარდაჭერას - სალომე სამადაშვილი 12 პუნქტის შესრულებაზე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა "ღამის კურიერის" ეთერში" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა "ლელო" მხარს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, განაცხადა, რომ თუკი რაიმე პროგრესი იქნება მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ვარიანტში, ისინი განიხილავენ მხარდაჭერას. 

"მაგალითად ახლა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციამ ამაზე საკუთარი ხედვა წარადგინა, "ქართულ ოცნებას" კი თავისი ხედვა აქვს. შესაძლოა მათ არ გაითვალისწინონ ჩვენი პროექტის შეთავაზებები, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ჩავთვლით რომ პროგრესი იქნება იმით, რასაც ისინი გვთავაზობენ, განვიხილავთ მხარდაჭერას. "- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები