რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსში" ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საბა უგრეხელიძე, პროექტის მონაწილე ორ ქალს ხატია დიაკონიძესა და დეა ხედეშელს დაუპირისპირდა.
მისი დამშვიდება პროექტის მონაწილე სხვა მამაკაცებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. უგრეხელიძე განსაკუთრებით აგრესიული იყო დიაკონიძის მისამართით და მის გარეგნობაზე არაკორექტულად საუბრობდა. "პრაიმ ჰაუსის" გუნდისთვის ძალადობის, ბულინგისა და აგრესიის წახალისება მიუღებელი აღმოჩნდა და მკაცრი გადაწყეტილება მიიღეს. პროექტის მეორე სეზონის, პირველი ბოსი დისკვალიფიცირებულია.
საბა უგრეხელიძე მონაწილეებს დაემშვიდობა და პროექტი დატოვა. თამაშს განაგრძობს ხატია დიაკონიძე, რომელიც კონფლიქტის მთავარი ფიგურანტია. კონფლიქტამდე იყო ერთობლივი ცეკვა "პრიმჰაუსის" ეზოში და წყვილში თამაში, რომლის გამოც ხატია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. ქალი ამბობს, რომ მან დისტანციის დაჭერა სცადა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
უკვე მესამე დღეა კონფლიქტი "პრაიმჰაუსში" განხილვის მთავარი თემაა. ასე იყო "კურიერის" კამერის გამოჩენის შემდეგაც, მონაწილეები, საუბრის დროს საკუთრ ვერსიებს გვიყვებოდნენ. გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა. გოგა, რომელიც პროექტის ფეთქებადი მონაწილეა ამბობს, რომ ინციდენტი შეთქმულების ნაწილი იყო, რა დროსაც ქალებმა ჯერ კოალიცია შექმნეს, შემდეგ კი ხატიას გამოყენებით, საბა პროვოკაციაზე წამოაგეს და რეალითი შოუს ყველაზე ძლიერი მოთამაშე თავიდან მოიშორეს.
არხის გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით მიუღებელი აღმოჩნდა მონაწილეთა ნაწილისთვის. ისინი ფიქრობენ რომ მონაწილე ქალები საბას გაღიზიანებას ამ კონფლიქტამდეც ცდილობდნენ.
რეალითი შორუს მონაწილეების დიდ ნაწილი "რუსთვის 2"-ის გადაწყვეტილებას იზიარებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნეიტრალურ პოზიციაზე რჩება.
"რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ შესაძლოა ფაქტს წინ უძღვოდა გარკვეული პროვოკაცია, მაგრამ ქალის მიმართ აგრესია არხისთვის მიუღებელია.
"პრამ ჰაუსში" 13 მოთამაშე დარჩა. საბა უგრეხელიძის დისკვალიფიკაციის გამო, საკუთარი სურვილით პროექტი კიდევ ერთ-ერთმა მონაწილემ, ალექსიმ დატოვა. დღევანდელ გადაცემაში გაირვევა, ვინ არის პროექტის მეორე კვირის 3 აუთსაიდერი.