მხოლოდ პირველი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გაცემულია 5 827 შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლ ქალთა რაოდენობა 4 500-ზე მეტია, მამაკაცი კი მხოლოდ 887. შესაბამისად, მოძალადე მამაკაცების რაოდენობაც 5-ჯერ მეტია.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს, სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობის 146, ფსიქოლოგიურის - 5 382, ეკონომიკურის - 119, სექსუალურის - 24, იძულების 45 და უგულებელყოფის 31 ფაქტი გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა.
ფემიციდის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, შინაგანს საქმეთა სამინისტრო უკვე წლებია მუშაობს. რა მექანიზმები აქვს უწყებას დანაშაულის პრევენციისთვის, ამ თემაზე განმარტებები დრეს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის რისკების მინიმუმამდე დაყვანა სამართალდამცველებისთვის მთავარი პრიორიტეტია.
"მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მუშაობა ვერ შეამცირებს ფემიციდის რისკებს" - ამის შესახებ საუბრობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოშიც. ამბობენ, რომ აუცილებელი საზოგადოებაში ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს.