27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ, არჩილ ჩიქოვანთან და მთავრობის წევრებთან ერთად დეველოპერებს "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის დეტალები და სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და მთავრობის წევრებთან ერთად დეველოპერებს შეხვდა და "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის დეტალები და სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნო.

"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.

პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით შემუშავებული არაერთი ღონისძიების პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბათუმის მერიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

მანამდე მოქმედი კოდექსი ავარიული სახლის ჩანაცვლების შემთხვევაში იგივე მოცულობის შენობის აშენების შესაძლებლობას არ იძლეოდა, რაც შეუძლებელს ხდიდა ავარიულ სახლში მაცხოვრებლების ბინის პრობლემის გადაჭრას.

პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.

დღის ამბები