27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილი კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. ამჯერად, მსჯელობის საგანი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაუმჯობესებაა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პროექტი შემუშავებულია და უახლოეს მომავალში იურიდიულ კომიტეტზე დაინიცირდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდისთვის, შეიმუშავა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ორივე სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

“ცვლილებების საფუძველზე, შედეგობრივად გაუმჯობესდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა. ჯგუფის ყველა წევრის მიერ მოწონებული იქნა წარმოდგენილი წინადადებები," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები