დღეს ქალაქ ცაგერში ახალი, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი - "ღვინის დღეები საქართველოში" გაიმართება.
ამ წუთებში, ცაგერში ლადო ასათიანის სახელობის სკვერში კულტურის ფესტივალისათვის მზადება მიმდინარეობს. 17:00 საათიდან კი, ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებები დაიწყება.
ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს.