27 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაბომბვაში უკრაინის სპეცსამსახურები დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაბომბვაში უკრაინის სპეცსამსახურები დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მისივე თქმით კიევი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს. პუტინმა ასევე აღნიშნა რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა საფრთხის ქვეშ არის.

"ჩრდილოეთ ნაკადზე თავდასხმა ძალიან საშიში პრეცედენტი გახდა. ის აჩვენებს რომ ნებისმიერი კრიტიკული სატრანსპორტო, ენერგეტიკულ ან კომუნალურ ინფრასტრუქტურა საფრთხის ქვეშ არის. უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა ამის დადასტურება იყო. მე უკვე ვთქვი, რომ კიევის რეჟიმი დიდი ხანია იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, აწყობს პოლიტიკურ მკვლელობებს, ეთნიკურ წმენდას და რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შემდეგ თვითონ აქვეყნებენ ინტერნეტში,"- განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 

დღის ამბები