რუსეთის მილსადენ "დრუჟბაზე" ნავთობის გაჟონვა მოხდა. ინფორმაციას პოლონური ენერგეტიკული კომპანია "პერნი" ადასტურებს. მიზეზები უცნობია. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.
ინციდენტი, რომელიც ქალაქ პლოკიდან 70 კილომეტრის დაშორებით სამშაბათს მოხდა, ემთხვევა ევროპაში შექმნილ სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისს.
როგორც "როიტერსი" წერს, "ნორდ-სტრიმზე" დაფიქსირებული აფეთქებების შემდეგ, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს შეშფოთებას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ.
"დრუჟბა" ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენია, რომელიც ევროპას ამარაგებს.