აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა ბაიდენმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, როგორი იქნება ამერიკის პასუხი თუ პუტინი დანაპირებს მაინც შეასრულებს და ბირთვულ იარაღს გაისვრის.
"არ ვფიქრობ, რომ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. მისი მხრიდან უპასუხისმგებლობაა ამაზე საუბარი, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ მან შესაძლოა, ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს. ამან შესაძლოა საშინელი შედეგები გამოიწვიოს, არა იმიტომ, რომ ვინმე მსოფლიო ომის დაწყებას აპირებს, არამედ ბირთვული იარაღის გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს შეცდომები და არასწორი გათვლები," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.