თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტთა რიგით მე-7 საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ დაიხურა. დაჯილდოვდნენ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული მუსიკოსები.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. გალა კონცერტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.