27 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა დადგეს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოსი - ზელენსკიმ უკრაინულ დაზვერვას დავალება მისცა

რუსეთის მხრიდან "ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღაზე" საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი. საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, ქვეყანაში აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

"მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა წამოიწყო. ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათგან 20 რაკეტა უკრაინამ ჩამოაგდო. ასევე15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი ავიაიერიშები, უკვე აღდგენილი იქნებოდა გუშინ ტერორისტების მიერ დაზიანებული ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები.

სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა ყველგან განახლდება. სადაც იყო დანაკარგები - უკვე არის ან იქნება სამშენებლო უბნები. სადაც მტრის იმედები იყო, იქ იქნება რუსული სახელმწიფოებრიობის ნანგრევები

ცალკე დავალება დაზვერვისთვის - დაადგინონ ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ სარაკეტო დარტყმებსა და ირანული დრონების სქემებში. ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა დადგეს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები