27 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
დასავლეთი უკრაინას ახალ საჰაერო თვადაცვის სისტემას მიაწვდის - რა სახის დახმარებას დაჰპირდნენ დიდი შვიდეულის ლიდერები უკრაინას 

დიდი შვიდეული ოფიციალურმა ბერლინმა ზელენსკის თხოვნით შეკრიბა. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ბომბები პირდაპირ კიევს დაუშინა და ამით ომს კვლავ ახალი გარდატეხა მისცა. ლიდერებმა ვირტუალურად იმსჯელეს იმ ახალ ტაქტიკაზე, რომელიც სამხედრო მოქმედებების ამ ეტაპზე უკრაინის გაძლიერებასა და რუსეთის დასუსტებას დაეხმარება. რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ზელენსკისთვის მეტი საჰაერო თავდაცვითი იარაღის მოთხოვნა და რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადება, უფრო მნიშვნელოვან ამოცანად იქცა.

მიმდინარე მოვლენები ლონდონისთვის ნატოს ლიდერების შეკრების მოთხოვნის საბაბი გახდა. ლიზ ტრასის ამ ინიციატივის განხორციელების აუცილებლობას მართალია ნატოს გენ მდივანი ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა იენს სტოლტენბერგმა ხვალისთვის ნატოს მინისტერიალი ჩანიშნა. დაანონსდა ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრა და ბირთვული შეკავების გეგმიური სწავლებაც. 

კიევს ახლა ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვა სჭირდება, ვაშინგტონმა ეს იცის და მზადაა კიდეც პარტნიორი უზრუნველყოს. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ პირობა მიიღო, რომ კიევს ვაშინგტონი საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებს მიაწვდის.

"აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე," - აღნიშნავს განცხადებაში ჯო ბაიდენი. მისი განმარტებით, ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკე.

რუსელი ძალების მიერ კიევზე განახლებულმა დარტყმებმა, გეგმები შეუცვალა გაეროს, ორგანიზაცია ყალბ რეფერენდუმზე რეზოლუციაზე სამსჯელოდ გეგმავდა შეკრებას, თუმცა ბოლო სიახლეების გამო, საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოუხდათ.

"მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე," - ასე მიმართა უკრაინის წარმომადგენელი მსოფლიო ტრიბუნაზე. კრემლს კი ჰყოფნის ცინიზმი იმისთვის, რომ საპირისპირო ამტკიცოს.

უკრაინული ქალაქების მასობრივი დაბომბვა რომ ომის დანაშაულში ეთვლებათ,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყანამ შეახსენა. საერთო განცხადებაში ბუქარესტის ჯგუფის ლიდერები იქვე ხაზს უსვამენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის ფონზე, თავს ვალდებულად თვლიან ერთმანეთი და საკუთარი თავი დაიცვან.

დღის ამბები