27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ფემიციდის კიდევ ერთი მსხვერპლი - ამჯერად საქმის მთავარი უარყოფითი გმირი დამნაშავის გარდა, მოსამართლეა

მოსამართლე წიკლაურმა სასტიკი დანაშაულისთვის ბრალდებული ამჯერად პატიმრობაში დატოვა, თუმცა ზუსტად 5 დღის წინ, იგივე პატიმარი დარბაზიდან 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მაშინ მოსამართლემ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები სწორად ვერ შეაფასა, არ გაითვალისწინა, რომ ქალზე ძალადობის მუხლით დაკავებულს, გარეთ გასვლის შემდეგ შესაძლოა, მუქარა სისრულეში მოეყვანა. 9 ოქტომბერს, 22 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, თორნიკე სასიკვდილოდ გაიმეტეს.

სასამართლო სხდომაზე იყო მოლოდინი რომ, მამუკა წიკლაური რამდენიმე დღის წინ მიღებულ ხმაურიან გადაწყვეტილებაზე განმარტებას გააკეთებდა, თუმცა მოსამართლემ თელავის რაიონული სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა.

ყველაზე მეტი კითხვა მამუკა წიკლაურის მიმართ ახლა შვილმკვდარ დედას აქვს. ლელა ფირანიშვილითვის დღემდე გაუგებარია, რის საფუძველზე გაათავისუფლა მან 6 ოქტომბერს, გირაოს სანაცვლოს თორნიკე გამხვეტველაშვილი. მშობელი ყვება, რომ სასამართლო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები წარადგინეს, მათ შორის მოწმეების ჩვენებები და ფოტოები, სადაც სასტიკად ნაცემი 26 წლის ქალი ჩანს. სურათებით ირკვევა რომ, ბრალდებული სავარაუდოდ მოკლულის მცირეწლოვანი შვილების ცემასაც არ ერიდებოდა. 6 წლის გოგოს დაზიანება სახის არეში აქვს.

ჩადენილ დანაშაულს აღიარებს ბრალდებული, თუმცა თორნიკე გამხეტველაშვილი მკვლელობის პროვოცირებაში მსხვერპლს ადანაშაულებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დაკავებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ რაც 26 წლის ქალის სახლში მოხდა, წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

საქმის მასალები თორნიკე გამხეტველაშვილის ადვოკატს უკვე გადაეცა, თუმცა რა არგუმენტებით აპირებს დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის დამტკიცებას, იურისტი არ საუბრობს. გამოძიება გრძელდება, დამატებით მიმდინარეობს გამოკითხვებიც. საქმის პროკური დარწმუნებულია, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით სასტიკ დანაშაულში ბრალდებულს, სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოუტანს.

ოჯახმა 26 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლული 9 ოქტომბერს ნახა. მას ბლაგვი საგანი ყელისა და მკერდის არეში ჰქონდა ჩარტყმულ. მშობელმა დანაშაულის შესახებ, შვილიშვილისგან შეიტყო. 6 წლის გოგომ მოძალადეს თავი დააღწია, ბებიასთან სახლში გაიქცა და შველა ითხოვა. გავრცელებული ვერსიით, მოძალადე, ქალს გარდაცვალებამდე, რამდენიმე საათით ადრე ფიზიკურად უსწორდებოდა.

დღის ამბები