ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II" საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. წლევანდელი კონფერენცია, თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის, დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები სტამბოლის ქართულ კათოლიკურ სავანეზე, ზაზაძეების საგვარეულოს ისტორიასა და ქართული კულტურის წინაშე დამსახურებაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო.