27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"რუსთავი2-ის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2-ის" საქმეზე ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების სხდომა მიმდინარეობს, პროცესი ფინალურ ეტაპზეა. 

სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა. ნიკა გვარამიამ საკუთარ საქმეზე საუბრის გარდა, პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და გააკრიტიკა ოპოზიცია.

"ისეთი დრო არის ახლა გაერთიანების, როგორიც არასდროს არ ყოფილა. ჩემს არხთან და ზოგადად კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებითაც, ოპოზიციასაც ვთხოვდი, ეს არ არის მიუღწეველი ამოცანა, ეს არის ლოკალური ამოცანა, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა არ სჭირდება შესასრულებლად, რომ ეს არხები გადარჩეს. ჩვენი გადარჩენაც შეუძლია საზოგადოებას,"-აცხადებს ნიკა გვარამია. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სხდომა იმართება. დღეს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.

დღის ამბები