27 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ღვინის ფესტივალი ბორჯომის შემდეგ ახალციხეში იმართება

ღვინის ფესტივალი ბორჯომის შემდეგ ახალციხეში იმართება. რაბათში, ახალციხის ციხეზე 15-მდე ადგილობრივი მწარმოებელია წარმოდგენილი, მათგან 8 მეღვინეა. ფესტივალი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ტარდება. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მესხური მწვანე, ფანასკერტელის მარანი, თამარის ვაზი და სხვა ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები და მესხური ყველი ტენილი. ღვინის ფესტივალი 25 მუნიციპალიტეტში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.

დღის ამბები