27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"მინდოდა მომეშორებინა თავიდან, გამომიწვია და გამაგიჟა, ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით" - რა თქვა ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა სასამართლოზე სხდომაზე 

ფემიციდის საქმეზე დაკავებულ 22 წლის მამაკაცს, რომელსაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა. 

თორ­ნი­კე გამხვეტე­ლაშ­ვი­ლი აღიარებს და ამავდროულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ასევე ამბობს, რომ მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და ამბობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.  

"მკვლელობას გამართლება არ აქვს. არც არაფერს ვითხოვ, ან რა უნდა ვთქვა. სასამართლოდან წასვლის შემდეგ რაც გამათავისუფლეს მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღისითაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყოთქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.

სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე, დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალთქო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვითქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთაად ვცხოვრობდით," - ამბობს თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლი.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილსაღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

დღის ამბები