27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საქართველოში "პროექტი 88" ტარდება

საქართველოში პირველად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით "პროექტი 88" ტარდება.

პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის, შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა მოხდა.

ასევე დაგეგმილია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 88-ს მასპინძელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

"პროექტი - 88" 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას.

დღის ამბები