27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ივანიშვილი შესაძლოა მეცენატი იყო, ეხმარებოდა და აფინანსებდა გარკვეულ პროექტებს, მაგრამ მისი ნება არ იყო დაკავშირებული ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასთან - ბეჟაშვილი

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე პერიოდში ივანიშვილს არ ჰქონდა გავლენა სახელისუფლებო გუნდზე.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. 

"ოლიგარქის ცნების განსაზღვრებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად აქვს ოლიგარქს საშუალება სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე მოახდინოს გავლენა. მაშინ, როდესაც საუბარია 2012-წლამდე პერიოდს, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა მეცენატი იყო, ეხმარებოდა და აფინანსებდა გარკვეულ პროექტებს, მაგრამ მისი ნება არ იყო დაკავშირებული ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასთან. ამ პოლიტიკურ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება მას არ ჰქონია და ამიტომაც მოინდომა მან ხელისუფლებაში მოსვლა 2012 წლისთვის,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის ევროკომისიის მოთხოვა, ამიტომ მნიშვნელოვანია არა ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრება,არამედ ის თუ ევროკავშირი რას ჩათვლის ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის ნაბიჯად.

"დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. ამიტომ არანაირი რელევანტურობა, არაფერს რაც ხდებოდა ამ მოთხოვნის გაჩენამდე არ აქვს ამ დისკუსიის კონტექსტში. ჩვენი შეფასება კი არ უნდა იყოს ვინ არის ოლიგარქი, არამედ ევროკავშირის რას ჩათვლის იმ ნაბიჯად ქვეყანაში, რომელიც შეძლება გაიგივებული იყო დეოლიგარქიზაციასთან,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები