აფეთქების ხმა ისმის ლვოვში - ქალაქის მიმართულებით 2 რაკეტა გაუშვეს. ოკუპანტებმა მიზანში კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა ამოიღეს. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.
იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს ზაპოროჟიეზეც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათში დონეცკში 6 ადამიანი ემსხვერპლა რუსული ძალების თავდასხმებს.
განგაშია კიევის ოლქშიც, სადაც რუსულმა ძალებმა ახალი სარაკეტო თავდასხმა დილით მოაწყვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. 19 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული,
უკრაინის მიმართულებით რუსეთმა 84 რაკეტა ისროლა, მათგან 43 ჩამოაგდეს. თავდასხმები განხორციელდა სუმის ოლქზეც, შეტევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.