ევროპის 11 ქვეყანა რუსეთს აფრთხილებს, რომ ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
ამის შესახებ 11 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმებია დაგმობილი.
განცხადებას ხელს აწერენ ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები. დღეს დიდი შვიდეულის შეხვედრაა, რომელზეც მთავარი თემა უკრაინაა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ჯგუფის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა განაგრძონ. ლიზ ტრასი ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრას მოითხოვს.
"უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო დარტყმებს, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს" - ამის შესახებ შტატების პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.