ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს - როგორც გამოცემა "ევროაქტივი" წერს, ბორელმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნებში მივლენილ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს, უფრო სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებას.
ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე ჟოზეფ ბორელმა მოუწოდა დიპლომატებს 24 საათიან რეჟიმში იმუშაონ.
"მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან," - განაცახდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.