მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი ვალერი გელბახიანი შეხვდა. ამ წუთებში კი მას მეორე ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ხვდება. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების დიაგნოზი ერთმანეთს არ ემთხვევა.
"ჩენ გვქონდა და გვაქვს მოსაზრება, რომ არ ემთხვევა ამერიკელი ექსპერტების დიაგნოზი იმ დიაგნოზს, რომელიც ამ საავადმყოფოში არის შექმნილი," - ამბობს ვალერი გელბახიანი