27 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
კახეთში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს

კახეთში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 22 წლის ახალგაზრდა კაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში, რამდენიმე დღის წინ, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მამაკაცი შემთხვევამდე 3 დღით ადრე, გირაოს სანაცვლოდ, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გაათავისუფლა. მამაკაცი მანამდეც ცოლზე ძალადობისთვის იყო დაკავებული. მოსამართლე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ადვოკატი მინარი მურღვაშვილი აცხადებს, რომ კომენტარს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს. 

დღის ამბები