საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სამკაულების და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა.
ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთიდან გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტის სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში, სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, შემოიტანეს 300 გრამამდე ოდენობის ოქროს ნაკეთობები.
ჯამში ამოღებული 50-ი ათას ლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულებს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.