27 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
"მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე" - უკრაინის ელჩი გაეროში

"მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე" - ამის შესახებ გაეროს საგანგებო ასამბლეაზე, უკრაინის ელჩმა განაცხადა.

სერგი კისლიცას თქმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგად, რუსეთი უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის.

თავის მხრივ განცხადება გაავრცელა რუსეთის ელჩმაც, და თქვა, რომ ყირიმის ხიდზე დივერსია დაუსჯელი არ დარჩებოდა და რომ ნატო უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, საკუთარი იარაღების გამოსაცდელად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ უკანონო ე.წ. „რეფერენდუმებს" და ამ რეგიონების რუსეთის მხრიდან ანექსიას გმობს.

დღის ამბები