27 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში, ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის მიზანი მოსახლეობაში შიშის გამოწვევა და უკრაინელი ხალხის მეტად დაზარალება იყო. უკრაინის პირველმა პირმა მიმართვაში ხალხს მოუწოდა, რომ ელექტრო ნერგია "გონივრულად" გამოიყენონ.

ზელენსკიმ რუსეთის ქმედების წინააღმდეგ გლობალურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ G7-ის ქვეყნების შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.

"როგორც ყოველთვის რუსები იტყუებიან. ენერგოობიექტების გარდა, უბრალოდ შეხედეთ იმ ტერიტორიებს, სადაც თავდასხმა მოხდა, ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი დედაქალაქია. კიევის ერთ-ერთი გზაჯვარედინი, სადაც ახლა ვდგავარ, სამიზნე იყო.

უკრაინის დაშინება და შეჩერება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ უფრო მეტად დარწმუნება, რომ საჭიროა ტერორისტების გაუვნებელყოფა.

რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა ეს დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში. ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა. მათ სურდათ, მეტი შიში გამოეწვიათ და მეტად დაეზარალებინათ ხალხი. მათ მთელი მსოფლიო შეძრეს.

ტერორი აუცილებლად იღებს გლობალურ პასუხს. რუსული ტერორის პირდაპირობა მხოლოდ უბიძგებს ყველას უფრო მეტი სიმტკიცისკენ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები