უკრაინაში ომის 230-ე დღეა და აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილი იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, უკრაინის მიმართულებით რუსეთმა 84 რაკეტა გაისროლა, მათგან 43 ჩამოაგდეს, 24 დრონიდან კი 13 გაანადგურეს, მათ შორის იყო ირანული კამიკაძე დრონებიც.
თავდასხმები განხორციელდა სუმის ოლქზეც, ბოლო ინფორმაციით, შეტევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
3 დაიღუპა და 7 დაიჭრა ზაპორიჟიეში. ეს-300 ტიპის რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ რაკეტები რეგიონული ცენტრების მიმართულებით გაუშვეს, ასევე სამიზნეში იყო, საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი , ქალაქების ცენტრი, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა .
განცხადება გაავრცელა წითელმა ჯვარმაც, სადაც უარყოფილია ფაქტი, რომ ორგანიზაციამ უკრაინაში მუშაობა შეწყვიტა.