სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და ჩახერგა გზა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო.
სოფლებში განადგურებულია შიდა საუბნო გზები, დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლებიც.
რეგიონში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლის.