27 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
საქართველოში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა დღეს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

რუსეთის სარაკეტო ტერორს ეხმაურებიან თბილისში. საქართველოში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა დღეს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

შეკრებილებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევა კიდევ ერთხელ დაგმეს და საერთაშორისო საზოგადოებას ფაქტის ტერორისტულ აქტად შეფასებისკენ მოუწოდეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. უკრაინის მხარდამჭერ აქციას დღეს პოლიტიკოსების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უკრაინელებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

"მგონია, რომ ყველა ნორმალური ადამიანისთვის მორალური ინსტიქტია, რომ უკრაინელ ერს სოლიდარობა აჩვენოს. ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ საფრთხეები შემცირდეს,"- აცხადებს ბოკერია. 

დღის ამბები