პოლონეთში, დაბომბვის შემთხვევაში გამოსაყენებელი 60 000-ზე მეტი თავშესაფრის შემოწმების პროცესი დაიწყო. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
"მეხანძრეები ამოწმებენ თავშესაფრების მდგომარეობას, არის თუ არა ისინი შესაბამისად აღჭურვილი და ვარგისი გამოსაყენებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ზომებს მათი ადაპტირებისთვის," - განუცხადა მინისტრის მოადგილემ Polsat News-ს.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 62 000 თავშესაფარია და შემოწმების პროცესი, დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება.
ვასიკის თქმით, ქვეყანა ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლონეთი, როგორც ნატოს და ევროკავშირის წევრი, უსაფრთხო ქვეყანაა.
გასულ თვეში, პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ადგილობრივ სახანძრო სადგურებზე იოდის აბები დაერიგებინათ, რათა დაიცვან მოქალაქეები რადიაციის პოტენციური ზემოქმედებისგან ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შემთხვევაში.
წყარო: BBC