27 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ვის არ მოსწონს უკრაინული ვერსია და რისი ჩაწერა სურს ოპოზიციას დოკუმენტში

კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ის, ვინც ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, ოლიგარქად ჩაითვლება და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტულ პირს გარკვეული აქტივობები შეეზღუდება, მაგალითად: პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა, პრივატიზაციის პროცესში ობიექტების შესყიდვა - კანონპროექტი იურიდიულმა დეპარტამენტმა უკრაინული მოდელის მიხედვით შეიმუშავა.

ბიუროს სხდომაზე დღეს საკითხი თანმდევი კანონპროექტების გარეშე დაინიცირდა. ძირითად კანონს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დასჭირდება, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა განმარტეს, რომ ჯერ იმ დასკვნას ელოდებიან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ვენეციის კომისიისგან მიიღებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ მათ მისამართი არ ეშლებათ და ზუსტად იციან ოლიგარქის მისამართიც და ვინაობაც. ოპოზიცია საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.

მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ უკრაინული მოდელზე არჩევანი ნეიტრალურობისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გამო გააკეთეს. "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმების შემუშავებას არა კონკრეტული პერსონების, არამედ პრინციპების დონეზე აპირებს.

პროექტის მიხედვით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ძალას ამოქმედებიდან 10 წლის შემდეგ კარგავს.

დღის ამბები