27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ვინ არის უკრაინაში დაღუპული მე-20 ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა

უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო.

წალენჯიხაში, ედიშერ კვარაცხელიას ოჯახში მისი გარდაცვალების შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს. ოჯახში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუ რა ვითარებაში დაიღუპა უკრაინაში ქართველი მებრძოლი. ცნობილია იუს, რომ ედიშერ კვარაცხელია რამდენიმე თვის წინ იყო დაჭრილი, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა და კვლავ განაგრძო ბრძოლა ფრონტის წინა ხაზზე. 

დღის ამბები