27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ირენ ქელინს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს მასპინძლობს. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე შალვა პაპუაშვილმა ევროპელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროპული გამოცდილების გაზიარებისთვის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიზიტი სიმბოლურია, რადგან ქვეყნები საქართველო-შვეიცარიის კონფედერაციის თანამშრომლობის 30 წლისთავს აღნიშნავენ.

დღის ამბები