27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
არ არსებობს არანაირი "ხალხის ძალა", ეს ადამიანები რუსეთის ძალა არის საქართველოში - ლევან ბეჟაშვილი

ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მათ განცხადებებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი.

პარტიები მიიჩნევენ, რომ ხალხის ძალა "ქართული ოცნების" პოზიციას ახმოვანებს.

"არ არსებობს არანაირი "ხალხის ძალა." ეს ადამიანები წარმოადგენენ "ქართულ ოცნებას." ეს ადამიანები რუსეთის ძალა არის საქართველოში. ისინი ახმოვანებენ ანტიდასავლურ კამპანია და ეს მორიგი წერილიც ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია. ასეთ წერილებზე სერიოზული კომენტარი უკვე აღარც ღირს," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მოძრაობა "ხალხის ძალას" სერიოზულად არ უყურებს და მისი აზრით, ამერიკელებიც არ შეხედავენ მათ სერიოზულად. შესაბამისად, რაქვიაშვილს არ მიაჩნია, რომ "ხალხის ძალის" განცხადებების გამო დაზიანდეს აშშ-სთან პირდაპირი ურთიერთობა. მისი შეფასებით, აღნიშნული მოძრაობის მიმართულება არასასურველია. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ შეკითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ ისევ დუმილით პასუხობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები