პუტინი რუსეთში ტერაქტების შემთხვევაში უკრაინას "მკაცრ პასუხებს" დაჰპირდა.
"დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობასა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე შორი დისტანციური ზუსტი იარაღით განხორციელდა მასიური დარტყმა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმები გაგრძელდება, რეაგირება იქნება მკაცრი და შესაბამისი მასშტაბით," - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განახორციელა 3 ტერაქტი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ბრალი დასდო იმაშიც, რომ ისინი "თურქული ნაკადის" განადგურებას ცდილობდნენ. ამასთან პუტინის თქმით, შეტევები, რომელსაც უკრაინული მხარე
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახორციელებს შესაძლოა "ბირთვული ტერორიზმია".