მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთიდან გაშვებულმა რაკეტებმა მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
"სამმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელიც შავ ზღვაში მყოფი რუსული გემებიდან უკრაინის ტერიტორიაზე გაუშვეს, მოლდოვას საჰაერო სივრცე გადმოკვეთა. რუსეთის ელჩისკან ველით განმარტებას," - წერს "ტვიტერზე" მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი.