27 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა პირდაპირ ქუჩიდან გაავრცელა

რუსეთის მხრიდან მასშტაბური საჰაერო შეტევის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენკიმ უკრაინის მოსახლეობას, სამთავრობო კვარტლიდან, პირდაპირ ქუჩიდან მიმართა. უკრაინის ლიდერის თქმით, აგრესორ რუსეთს ქვეყანაში პანიკისა და ქაოსის გამოწვევა არ გამოუვა:

"მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული "შაჰიდები"... მათ ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები.

ენერგოობიექტები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის ოლქი და ხმელნიცკი, ლვოვი და დნეპრი, ვინიცა, ფრანკოვსკი, ზაპორიჟიე, ჟიტომირი, კიროვოგრადი... 

მათ სურთ პანიკის და ქაოსის გამოწვევა, სურთ გაანადგურონ ჩვენი ენერგოსისტემა. ისინი უიმედოები არიან. 

მეორე სამიზნე - ადამიანებია, მათ შეგნებულად აირჩიეს ასეთი დრო და ასეთი მიზნები, რათა მეტი ზიანი მიეყენებინათ.

დღეს დარჩით თავშესაფრებში. დაიცავით უსაფრთხოების ყველა წესი. 

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უკრაინა იქამდეც არსებობდა, ვიდრე ეს მტერი გამოჩნდებოდა, უკრაინა დარჩება მომავალშიც," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები