27 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ვიტალი კიმი წერს, რომ ირანული დრონები უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან გაუშვეს

უკრაინაზე შეტევა კამიკაძე დრონებით ბელარუსის მხრიდან ხორციელდება, ამის შესახებ  მიკოლაივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იტყობინება.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, ბელარუსის საზღვარი 10-ზე მეტმა ირანულმა დრონმა, ე.წ შაჰიდმა გადმოკვეთა, მათი ნაწილი კიევის ოლქის, ნაწილი ჟიტომირის ოლქის, ნაწილი კი ვოლინსკის ოლქის მიმართულებით მოძრაობს.

ვიტალი კიმის თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაბამისი ძალები, კამიკაძე დრონების ჩამოგდებაზე მუშაობენ.

დღის ამბები