პუტინის განცხადებას მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, პუტინის მიერ უკრაინის ტერორიზმში დადანაშაულება რუსეთისთვისაც კი ზედმეტად ცინიკურად გამოიყურება.
"აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის ვინ არის," - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.