27 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დოკუმენტს ანალოგიური შინაარსის უკრაინის კანონი უდევს საფუძვლად.

პროექტში განსაზღვრულია ის, თუ ვინ შეიძლება მიიჩნეოდეს ოლიგარქად; ასევე, ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რაც ოლიგარქად ცნობილ პირს დაუწესდება - საუბარია გარკვეული ფინანსური აქტივობების შეზღუდვაზე. ეს ეხება პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის ფინანსურ მხარდაჭერას, დემონსტრაციების გამართვას, ასევე, ოლიგარქი ვერ შეძლებს პრივატიზაციის პროცესში ფართომასშტაბიანი ობიექტების შესყიდვას.

კანონპროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

დღის ამბები