27 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გარდაცვალების გამო პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება ქვეყნის პრემიერი.

"მწუხარებას გამოვთქვამ შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. რეგიონისთვის ასეთი პროფესიონალის, გულშემატკივრისა და ერთგული პატრიოტის დაკარგვა მძიმე დანაკლისია.
სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

54 წლის შალვა ბერძენიშვილი გულის შეტევით გუშინ გარდაიცვალა. ის რწმუნებულის მოადგილის პოსტზე 2018 წლიდან მუშაობდა.

დღის ამბები