27 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
რუსეთი უნდა დაისაჯოს ტერორისთვის, მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ დაპირისპირება არ გაიზარდოს და არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში - ზელენსკი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია, ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების აუცილებლობას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს.

"დღეს მინდა მივმართო მსოფლიოში მათ, ვინც ებმება რუსეთის მანიპულაციებში სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია დაასრულოს რუსეთის ეს სასტიკი ტერორისტული ომი. ტერორისტულ სახელმწიფოს სურს მშვიდობა? აშკარად არა. ეს დასტურდება ყოველ დღე და ყოველ ღამე. ზაპორიჟია. უკრაინის ერთ-ერთი ქალაქი, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მიმართავს თავის სარაკეტო ტერორს. სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა წუხელ ზაპორიჟიაში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსეთის იერიშის შედეგად. როცა ვინმეს მოლაპარაკება უნდა, ამას არ აკეთებს.

ნამდვილად ეხმარება მოლაპარაკებები ტერორის დაძლევაში? ახლა ყველამ გულწრფელად უნდა უპასუხოს ამ კითხვას. რუსეთი უნდა დაისაჯოს ტერორისთვის. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ დაპირისპირება არ გაიზარდოს და კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ერთიანობა – მსოფლიოს ყველა ხალხის ერთიანობა," - თქვა ზელენსკიმ.

დღის ამბები