გიორგი მჭედლიძე - ადამიანი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა და აგრარული ბიზნესი ზემო ნიქოზში წამოიწყო, იქ, სადაც ომის და დაბომბვის მუდმივი შიშია; ე.წ. საზღვრისპირა სოფელი, ადგილი, საიდანაც მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავს რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ცხოვრება მავთულხლართებთან უწევს.
განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო, ოჯახიც იქ ჰყავს. თვითონაც კიდევ დიდ ხანს არ ჩამოვიდოდა რომ არა 2008 წლის ომი. გიორგიმ სწორედ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების შემდეგ გადაწყვიტა თავის სოფელში დაბრუნება. მან რამდენიმე ჰექტარი მიწა ზუსტად იქ შეიძინა, სადაც რუსებმა რკინის ღობე ჩადგეს. ერთი შეხედვით დასამუშავებლად გამოუსადეგარი ტერიტორია მთლიანად აითვისა და დღეს ის ადგილი სულ სხვანაირად გამოიყურება.
გიორგის ამ წამოწყებას თავიდან ადგილობრივები სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ამით სოფელი მოსახლეობას შეინარჩუნებდა.
ავტორი: გიორგი ქორქია